დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევარის პრეზენტაცია და შეფასების რუბრიკები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს. ვნახეთ ნინო ლაბარტყავას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს". გავეცანით გარდნერის ,,მრავალმხრივ ინტელექტს". ვისაუბრეთ სწავლის პროცესის დიფერენცირებაზე, გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები.
გავეცანით განმავითარებელი შეფასების გამოყენებას თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი. გადავხედეთ გეგმას, ჩავწერეთ მასში სასწავლო პროცედურები და შევიტანეთ შესწორებები.

Комментариев нет:
Отправить комментарий