вторник, 5 июля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღეს განვიხილეთ მოდული 8. დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავეცანით ერთმანეთის პორტფოლიოებს, გავაკეთეთ უკუკავშირი და ავტვირთეთ ბლოგზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, რაც კიდევ მეტად გააუმჯობესებს თითოეული მოსწავლის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ შორენას პოზიტიური და სასურველი გარემოს შექმნისთვის ამ ცხრა დღის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო ნაყოფიერს და შედეგიანს ხდიდა ჩვენს ტრენინგს.

понедельник, 4 июля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევქმენით ფასილიტაციისათვის რესურსები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა

пятница, 1 июля 2016 г.

მეშვიდე დრის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევარის  პრეზენტაცია და შეფასების რუბრიკები.  გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს. ვნახეთ ნინო ლაბარტყავას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს".  გავეცანით გარდნერის ,,მრავალმხრივ ინტელექტს". ვისაუბრეთ სწავლის პროცესის დიფერენცირებაზე, გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები.
გავეცანით განმავითარებელი შეფასების გამოყენებას თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი. გადავხედეთ გეგმას, ჩავწერეთ მასში სასწავლო პროცედურები და შევიტანეთ შესწორებები.