среда, 29 июня 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მეხუთე მოდული. ვიმუშავეთ წყვილებში, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშების განხილვასა და ანალიზზე. შვქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის და პროექტის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. სექმნილ რუბრიკებს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

вторник, 28 июня 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებისა და ,,მასალების ლეგიტიმური გამოყენების" კანონებს. გადმოვწერეთ ინტერნეტიდან სურათები პროექტისთვის საავტორო უფლებების დაცვით.
გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისთვის, როგორ ეხმარება ინტერნეტი მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში.
გავეცანით ვებ-გვერდების შეფასების კრიტერიუმებს.
დავგეგემეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.

пятница, 24 июня 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ რა ინსტრუმენტებს და მეთოდებს გამოვიყენებთ შეფასებისას.
დავწერეთ წინარე ცოდნის შეფასებისთვის კითხვები.
დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება ჩვენს სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე.

среда, 22 июня 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში საგნობრივი სტანდარტების და  მისი ინდიკატორების შერჩევაზე. აქედან გამომდინერე განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები და მისი შედეგები. კონკრეტულად მიუთითეთ 21-ე საუკუნის რომელი უნარ-ჩვევები განუვითარდებათ მოსწავლეებს.
გავეცანით საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას. დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის გეგმაში.

вторник, 21 июня 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ როგორ უნდა დავამზადოთ მოსწავლეებთან ერთად თემიდან გამომდინარე ბუკლეტები და რა მნიშვნელობა აქვს ბუკლეტს პროექტისთვის, დავათვალიერეთ ბუკლეტების შაბლონები. მოვიძიე ფოტომასალა ბუკლეტისთვის და დავამზადე ბუკლეტის სამუშაო ვერსია. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
საინტერესო და შედეგიანი დღე იყო.

четверг, 16 июня 2016 г.

პირველი დღის რეფლექსია


       გავეცანი Viewer-ის  სახელმძღვანელოს.   შევქმენით პორტფოლიოსთვის საქაღალდეები და შევინახეთ საინტერესო რესურსები, რომლებიც მომეწონა და მომავალში გამოვიყენებ. გავეცანი  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეს ტრენინგი მომავალში დამეხმარება პროექტების დაგეგმვისას სწორად შევარჩიო რესურსები, განუვითარო მოსწვლეებს  მოძიებისა და შეფასების უნარი.